სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ. გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.
ღონისძიება კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ომერ სალურიც. ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს.
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
23/05/2020