შიდა ქართლისა და პომორსკის რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20/05/2017

შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლობას უმსაპინძლა. შეხვედრას ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიშვილიც ესწრებოდნენ. უცხოელი სტუმრები გორში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან და ადგილობრივ ხელისუფლებას ფონდების მოძიების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შიდა ქართლისა და პომორსკის რეგიონებს შორის, რომელსაც ხელი კახა სამხარაძემ და პომორსკის რეგიონის მარშალმა, მიეჩისლავ სტრუკმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში პოლონეთის მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება თვითმართველობის საკითხთან დაკავშირებით. მემორანდუმი, ასევე სამომავლოდ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს, კულტურული და შემოქმედებითი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0