შიგნით როგორც არ უნდა ვიხარშოთ ვერ განვვითარდებით

26/10/2018

კანაფის კულტივაციის თემა „ნაცებმა“ აიტაცეს აი, ინგრევა ყველაფერიო; ნახევარი ნარკომანია, თვითონ ახასიათებენ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ეს თემა „ნაცებმა“ აიტაცეს აი, ინგრევა ყველაფერიო; ნახევარი ნარკომანია, თვითონ ახასიათებენ ერთმანეთს. ის განწყობა და განცდა, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა, დავინახეთ და გავჩერდით. განსაკუთრებით საპატრიარქო აქტიურობდა და მათ აქვთ ამის უფლება. „ნაცებს“ შევახსენე, რომ არ ჰქონდათ უფლება. მაშინ კვესიტაძე მეჯდა იქ და არ დამაცადა. ვუთხარი, რომ მათ შორის თქვენი დირექტორი გვარამიაც მოიხმარს მძიმე ნარკოტიკს. კოკაინს შეახსენებენ მას. კოკაინით რომ იყავი მთვრალიო… თქვენი ლიდერიც გაურკვეველ სიტუაციაში უნახავს ბევრჯერ საზოგადოებას-თქო. როცა თქვენ ზრუნავთ საზოგადოებას რამე არ დაემართოს, ეს არ მიიღება, რადგან პირიქით მაგალითები გვაქვს უამრავი. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ საპატრიარქოს და საზოგადოების პოზიციას, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არანაირ კანონპროექტს არ მიიღებს, თუ საზოგადოების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერა არ იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, კანაფის ექსპორტიდან მიღებული ერთი მილიარდითაც კი ქართული ეკონომიკის მაჩვენებლები შეიცვლება და სხვა ტიპის ქვეყანა გავხდებით.

„აქედან მილიარდი მოგება არ იქნება, მილიარდის და შეიძლება 2 მილიარდიც იყოს ექსპორტი. ვინც სოფლის მეურნეობა იცის, ჩვენ რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი მილიარდი დოლარის ან მილიარდი ევროს ან 2 მილიარდის გავყიდოთ, პრინციპულად იცვლება ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლები და ვხდებით სხვა ტიპის ქვეყანა, სხვანაირი რეიტინგების. ეს არის დიდი ხიბლი, მაგრამ ამას ქვეყანა და საზოგადოება არ უნდა გადავაყოლოთ. რატომ მაინცდამაინც მარიხუანა?- იმიტომ, რომ ამის ბაზარი და მოთხოვნაა. ბაზარი არაა იოლი თემა, თან ამხელა 500-პროცენტიანი რენტაბელობა. საუბარია სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაზე. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, სანამ მარიხუანას კულტივაციამდე მივალთ და წარმოებამდე მიიტანენ, იქ შევლენ ახალგაზრდები, დაკრეფენ და გამოიყენებენ ნარკოტიკად და ამას ვერ დაიცავს ქართული პოლიცია. გასარკვევია, დასალაგებელია, სიღრმეებში ვერ წავალთ, მაგრამ… ერთ-ერთ მეუფეს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მასთან მქონდა ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით, მეუფე თეოდორესთან, რომელიც ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ, ისიც მაკრიტიკებდა. კითხვა აქამდე მივიყვანე – რომ ჩვენ რა უბედურება გვჭირს, ამდენი ქვეყანა ახერხებს და ჩვენ რატომ ვერ მოვახერხებთ?! შევაჩერეთ და არც ერთ შემთხვევაში არ დავიწყებთ, არ მიიღებს კანონს პარლამენტი, თუ არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. მაგრამ ის, რომ სიღარიბე გვაქვს, ის, რომ ეკონომიკა ისეთია, როგორიც არის, მე ვეძებ ნებისმიერ კანონიერ ბიძგს გარედან, როგორც არ უნდა დავალაგოთ კანონმდებლობა და ბიზნესის განვითარებისთვის კანონმდებლობა დღეს იდეალურია, შიგნით როგორც არ უნდა ვიხარშოთ ვერ განვვითარდებით. განვითარებისთვის ერთ-ერთ ვარიანტად ეს მიმაჩნდა. მიუღებელია? – არ გაკეთდება!“ – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0