შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია

18/03/2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულ ხელმძღვანელს ბარბარა ბიონს შეხვდა. ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შვეიცარიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია. ჩვენ არაერთი წარმატებული პროგრამა განვახორციელეთ. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც ბარბარა ბიონმა აღნიშნა, საქართველო შვეიცარიის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების, მესაქონლეობის სექტორისა და ექსტენციის განვითარების პარალელურად, მხარს უჭერს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0