შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებაზე “Wine Tasting” ქართული ღვინო წარადგინეს

26/04/2016

ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, კრისტა მარკვალდერის ინიციატივით ღონისძიება “Wine tasting” გაიმართა.
საბჭოს თავმჯდომარის მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა, შვეიცარიაში აშშ-ს, იტალიის, ესპანეთის, არგენტინისა და ჩილეს ელჩებმა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფედერალურ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა 7 ქვეყნის ღვინის დაგემოვნება და თითოეულ ქვეყანაში ღვინის კულტურისა და მისი დამზადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
საქართველოს ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია, რომელიც 2013 წელს იუნესკო-ს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი. განიხილეს მეღვინეობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0