შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთას

28/09/2019

პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, პარლამენტის წევრი კობა კობალაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა პირველი პირველი მაისის, გაუწყინარის, მარნისა და მარანჭალის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოქალაქეების საჭიროებებს. შეხვედრებზე სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გამახვილდა ყურადღ​ება.
შეხვედრები ხელს უწყობს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის, საძოვრების, სანიაღვრე არხების საკითხები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0