სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის და მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვარლამ შარაშენიძე ,გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი ავთანდილ ხელაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს ,ასევე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხი.
რაც შეეხება მუქედს, აქ პრობლემურ საკითხს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია,სკოლის მიმართულებით ცენტრალური გზის შეკეთება, საბავშვო ბაღის ინვენტარით მომარაგება, შიდა საუბნო გზებზე ბოგირების გამაგრება და გაბიონების მოწყობა წარმოადგენს.
როგორც გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ავთანდილ ხელაძემ მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა – სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
„სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით დღეს აქ , ჩვენ არ ჩავერევით თქვენს არც ერთ გადაწყვეტილებაში, მხოლოდ სისრულეში მოვიყვანთ მათ “. განაცხადა შეხვედრის დასასრულს ავთანდილ ხელაძემ .
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 10 მარტიდან განახლდება და ეტაპობრივად მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.
შეხვედრა ციხესულორის და მუქედის მოსახლეობასთან
07/03/2016