საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს იოჰან შნაიდერ-ამანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.
შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იოჰან შნაიდერ-ამანთან
21/01/2016