შეხვედრა ტაეკვონდოს წარმატებულ სპორტსმენებთან

29/10/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და გამგებლის მოადგილეებმა მორიგი წარმატებები მიულოცეს სენაკის ტაეკვონდოს კლუბ ,,ივერიის’’ მწვრთნელს ბორის სანაიას და სპორტსმენებს – ბექა ხუნწარიასა და დავით კალანდარიშვილს. 12-16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში, მსოფლიო თასის მე-6 ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას 58 ქვეყნის სპორტსმენები ღებულობდნენ, იუნიორებს შორის გუნდური მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებში სენაკიდან ბექა ხუნწარია, ბექა მირცხულავა და დავით კალანდარიშვილი მონაწილეობდნენ. ამ ტურნირზე დავით კალანდარიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ნაკრებთან ერთად. თბილისის მერმა და სენაკის გამგებელმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სპორტსმენებს, შემდგომი წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს მათ. აღსანიშნავია, რომ სენაკელი სპორტსმენები 18 ნოემბერს მიემგზავრებიან პოლონეთში, მაზოვიას პროფესიონალთა თასის საერთაშორისო ჩემპიონატზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0