შეხვედრა სოფელ მირაშხნის, ფიის, ნაქალაქევის და თმოგვის მოსახლეობასთან

04/03/2016

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი პირები სოფელ მირაშხნის, სოფ.ფიის, სოფ. ნაქალაქევის და სოფ.თმოგვის მოსახლეობას შეხვდნენ და და 2016 წლის „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და განიხილეს თითოეულ სოფელში არსებული პრობლემები.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა სოფლისთვის პრიორიტერტული საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით “ გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ყველა სოფელს თავად შეუძლია სოფლის კრებაზე შეარჩიოს არსებული პრობლემებიდან ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოაწესრიგოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0