შეხვედრა ოჯახური ძალადობის პრევენციის შესახებ

25/03/2016

ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და ადგილობრივი თვითმმართველობების პროცესში სავალდებულო ჩართვის შესახებ, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინსტრაციის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაიო შეხვედრა გაიმართა.
პრობლემა კანონის რანგში იქნა აყვანილი და პარლამენტის მიერ ცვლილების სახით თვითმმართვრლობის შესახებ კოდექსში აისახა.
პროექტს, გაეროს მხარდაჭერით აიპ “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ახორციელებს. კამპანიის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ინფორმაციის მიწოდება, ოჯახში ძალადობის პრევენციისთვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება.
შეხვედრას, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი და იურისტი, ძალადობისაგან დაცვის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0