შეხვედრა ლინას ლინკევიჩუსთან

07/04/2016

ლიტვა მხარს უჭერს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან გამართა. მიხეილ ჯანელიძემ და ლინას ლინკევიჩუსმა ხაზი გაუსვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანიკური არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. ლინას ლინკევიჩუსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ მიმართულებით ლიტვის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მისი განცხადებით, საქართველო იმსახურებს მალე მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიიბერალიზაციის პროცესი მიმდნარე წლის ზაფხულში წარმატებით დასრულდება. ლინას ლინკევიჩუსმა მხარდაჭერა აღუთქვა თბილისს ნატოში ინტეგრაციის გზაზეც. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0