შეხვედრა ეროვნული ნაკრების მორაგბეებთან

20/04/2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

20 აპრილს წეროვანის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა ეროვნული ნაკრების მორაგბეებთან — ნოდარ ანდღულაძე და სანდრო ნიჟარაძე.
შეხვედრას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე მონაწილეობას იღებდნენ რაგბის ბავშვთა გუნდი «რაინდები». ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა თავიანთი სპორტული გამოცდილება და პროფესიონალიზმი გაუზიარეს ბავშვებს და ესაუბრნენ რაგბის ისტორიასა და წარმატებებზე.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს გადაინაცვლეს სოფელ ქანდაში რაგბის მოედანზე სადაც ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა ბავშვთა გუნდს მასტერკლასი ჩაუტარეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0