დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდა.
მინისტრმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დევნილ და ლტოლვილ ბავშვთა უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ბავშვთა უფლებების დასაცავად ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.