გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სამცხე- ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. გიგლა აგულაშვილი მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
ქალაქ ბორჯომში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.
შეხვედრა ბორჯომის მოსახლეობასთან.
23/03/2016