შექმნილ ვითარებას ჩვენი რეგიონი მომზადებული შეხვდა

10/01/2023

ინტენსიური თოვის შედეგად, გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. კახეთის რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საჭიროება დადგა, აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის გაშლისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.

“კახეთში მოსული თოვლის შედეგად, შექმნილ ვითარებას ჩვენი რეგიონი მომზადებული შეხვდა. შეფერხება შეიქმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში, სადაც ყოველდღიურად ხდება გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის გაშლა. ასევე, კოორდინირებულად ვმუშაობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, იმისათვის, რომ უამინდობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას,”- გიორგი ალადაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0