შეფასების პრობლემა აქვს ამომრჩევლის 1/3-ს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია

26/09/2016

ის, რომ მოვიდა ივანიშვილი და ყველა ყველაფერს მიიღებს, იყო გადაჭარბებული, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ქართველებს არა გვაქვს სახელმწიფოს მართვის დიდი გამოცდილება და საკმაოდ გვაკლია ხელისუფლების მართვის პრინციპების შეფასება, მისი ანალიზი, რამეთუ ამას ასწლოვანი პრაქტიკა უნდა და 20-25 წელი არ არის ბევრი. შესაბამისად, მოლოდინსა და რეალობას შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა. ის რომ მოვიდა ივანიშვილი და ელოდნენ, რომ ყველა ყველაფერს მიიღებს, ეს იყო გადაჭარბებული. ამ გადაჭარბებას მე არ მივაწერ ფსიქოლოგიას და ფსიქიკას, არამედ მივაწერ გამოუცდელობას უახლოეს ისტორიაში, იმიტომ რომ სახელმწიფო არ გვიმართავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შეფასების პრობლემა აქვს ამომრჩევლის 1/3-ს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0