ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, 4 თებერვალს, სოფლებში ზემო ოსიაურში, ქვემო ოსიაურში, ნარუჯებში, ღუდაში, ახალსოფელში, ხალებში, ღართაში, სარტყელაში და ღვრია წყალში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა სოფლებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე. სოფელ ზემო ოსიაურში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვნად, ქვემო ოსიაურში-საფეხბურთო მოედნის მოწყობა, ნარუჯებში და ღუდაში გზის მოხრეშვა და ჭის დაღრმავება ითხოვეს, ახალსოფელში -წყაროსა და მასთან მისასვლელი კიბის მოწყობა, დიდ და პატარა ხალებში მოსახელობის უმრავლესობამ გზის ბეტონის საფარით მშენებლობას დაუჭირა მხარი, ღართაში და სარტყელაში -წისქვილის, ხოლო ღვრია წყალში-სანიაღვრეების მოწყობას. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება
04/02/2020