შემოწირულების მიღების კუთხით პარტიებს შორის ”გირჩი” ლიდერობს

06/04/2016

მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებით პარტიებს შორის ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი” ლიდერობს. პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ”გირჩმა” 2016 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ჯამურად 168 058 ლარი მიიღო.

შემომწირველები კერძო პირები არიან, რომელთა შორისაც თავად პარტიის წევრები გოგა ხაჩიძე და მამუკა კუდავა ირიცხებიან. უფრო კონკრეტულად, ხაჩიძემ და კუდავამ ”გირჩის” ანგარიშზე 3 000-3 000 ლარი გადარიცხეს.

პარტიის შემომწირველებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც, რომელმაც ”გირჩს” ასევე 3 000 ლარი შესწირა.

პარტიას ყველაზე მეტი თანხა – 60 000 ლარი მილერი გვენეტაძემ გადაურიცხა, რითაც ის ამ ეტაპზე ”გირჩის” ყველაზე მსხვილი შემომწირველია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0