ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიება სპორტული აქტივობებით დაიწყო, გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში. მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: “გურია”, “აისი,” “იადონი,” “ვახტანგური,” “ალილუია,” სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი “იედლინოკი” (პოლონეთი) და სოლო შემსრულებელ რეზიკო ხომერიკის კონცერტი.
დაჯილდოვდნენ სოფლის საპატიო მაცხოვრებლები თეიმურაზ ჯახვა და ოთარ გეგიაძე. სპეციალური ჯილდო მათ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გადასცეს.
სიგელებით დაჯლდოვდნენ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებიც.
შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა
20/09/2019