შემოქმედში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

22/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. საერთო კრება დღეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში წითელმთაში, კვირიკეთში, გომში, გონებისკარსა და შემოქმედში ჩატარდა. გათვალისწინებული თანხის ფარგლებში მოსახლეობამ წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, სტადიონის კეთილმოწყობა, შემოქმედის პარკისთვის საბავშვო ატრაქციონების შეძენა, შიდა გზების მოწყობა, მოსაცდელისა და მილხიდების მონტაჟი აირჩია.
მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0