შემოქმედის სკვერში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება მოეწყო

03/01/2017

გუშინ, სოფელ შემოქმედის სკვერში, მოძრავი სადღესასწაულო ცენტრის „ვაგაბონდის“ მსახიობებმა სპეციალურად პატარებისთვის საახალწლო – გასართობი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. მხიარულმა თამაშებმა, სადღესასწაულო ტორტის გაჭრამ, თოვლის ბაბუს საჩუქრებმა და ფეირვერკმა ბავშვები განსაკუთრებულად გაახალისა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0