,,შემოდგომის რიტმები” მცხეთაში

28/10/2016

დღეს, ქალაქმა მცხეთამ ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალს ,,შემოდგომის რიტმებს” უმასპინძლა. ჩვენს ქალაქს, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა, სხვადასხვა ქავეყნების პატარა მოცეკვავეებიც ესტუმრნენ. ფესტივალის საპატიო სტუმრები და ამავე დროს, მასპინძლებიც იყვნენ მხარის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები, ქალაქ მცხეთის მერი და მერიის წარმომადგენლები, ქალაქის კულტურის სამსახურების თანამშრომლები. კონცერტის დასასრულს მონაწილეებს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0