შემეჯამებელი შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან

28/04/2016

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაციასთან შემეჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ორკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს, ერთმანეთს საბოლოო რეკომენდაციები და შეაფასებები წარუდგინეს, ასევე, იმსჯელეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

ვისკონსინის დელეგატციის ვიზიტის მიზანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების, საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების, მსჯავრდეულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის პროცესის მიმდინარეობის, დაწესებულებების ტიპების, მასში მოქმედი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების, პრობაციის ეროვნული საგენტოსა და სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას თქმით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, სწორედ, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

„დღეს ჩვენ შევაჯამეთ ორკვირიანი ვიზიტი და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. ვიზიტის ფარგლები ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ, სხვადასხვა დაწესებულებებს, შეხვდნენ ჩვენს თანამშრომლებს, ჩაატარეს ტრენინგები, მენტორინგი. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პოზიტიური შთაბეჭდილებებით ტოვებენ.“ – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

აშკაშის პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ჯუდი სმიტი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს მიესალმება.

„აღფრთოვანებულები ვართ სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებების თანამშრომელთა მოტივაციითა და დაინტერესებით ახალი ინიციატივების მიმართ. ასევე, აღასანიშნავია მსჯავრდებულებსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის ძალიან მაღალი დონე, რაც გასათვალსიწინებელი მაგალითია ვისკონსინის დაწესებულებებისათვის. საქართველო გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით. სასიამოვნო იყო თქვენს გუნდთან ერთად მუშაობა.“ – განაცხადა ჯუდი სმიტმა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკულმა დელეგაციამ მოინახულა N2, N6, N8, N16, N15 პენიტენციური დაწესებულებები და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, პენიტენციური დაწესებულების დირექტორებთან, ცენტრალური აპარატის მულტიდისციპლინარულ გუნდთან, N2, N8, N16 დაწესებულებების მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფებთან, სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან.

ამერიკული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0