შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან

Thursday October 19th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.
ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან, „სპექტრთან“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერა. პროფესიულ სასწავლებლებს კი ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კოლეჯებში სტუმრობისას, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სასწავლებლების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0