ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, შატილში გენერატორი და სხვა საჭირო რესურსი გაიგზავნა. შედეგად, სოფლის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მოუგვარდათ. ამასთან, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შატილის ჰესის დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, სათანადო სამუშაოები განხორციელდება. პროცესში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება და ადგილობრივი ხელისუფლება.
შატილში გენერატორი და სხვა საჭირო რესურსი გაიგზავნა
09/03/2023