შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა

29/10/2020

განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი, 20 ბავშვზე გათვლილი, 2 სართულიანი სკოლა-პანსიონი. სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან. შატილის სკოლა-პანსიონი შარშან ოქტომბერში ხანძრის გამო დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე დროებით ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად. უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სკოლა-პანსიონის გახსნას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე და სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შატილის ისტორიაში, ზუსტად ერთი წლის წინ შატილის ახლად რეაბილიტირებული პანსიონი დაიწვა,მაშინ პრემიერმა ბრძანა,რომ მოსწავლეებს ახალი შენობა ექნებოდათ და ეს ასეც მოხდა,აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა მთაში მოსახლეობის დაბრუნების კიდევ ერთი პირობაა,“-განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ნარიმანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0