შალვა შუბლაძე ესპანეთის სამეფოს თეთრი ჯვრით დაჯილდოვდა

14/10/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხუან იგნასიო ზოიდოს ბრძანებით, საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი შალვა შუბლაძე, ნაყოფიერი საპოლიციო თანამშრომლობისა და მიღწეული წარმატებებისთვის, ესპანეთის სამეფოს თეთრი ჯვრით დაჯილდოვდა.
საქართველოს შს სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ.
დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელებმა, ოფიციალური მიღების ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშესა და სხვა ქვეყნების პოლიციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0