საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მეფესთან, მის აღმატებულება ჰარალდ მეხუთესთან აუდიენცია გამართა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მეფესთან აუდიენცია გამართა
13/06/2022