შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

10/05/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს არსებით წვლილს ევროპული კულტურის და იდენტობის დაცვასა და განვითარებაში და რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც ქართული ქრისტიანული კულტურა ეფუძნება. ამ კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ამ ისტორიული მემკვიდრეობის დაფასება. შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა 2022 წლის ივნისში ვატიკანის სიქსტის კაპელაში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ პირველად შესრულებული კონცერტი, როგორც საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის მეგობრობის გამოვლინება. მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0