საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივანს, ჯენი ოლსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
შალვა პაპუაშვილმა ჯენი ოლსონს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც შვედეთი საქართველოს დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უწევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წვლილია ჩენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
16/06/2022