შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

13/07/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები, როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობის არსებობა მეზობელი ქვეყნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მხარეებმა აღნიშნეს მომავალი პარტნიორობის გაღრმავების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0