პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნეს მშვიდობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
28/09/2022