შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

29/04/2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან ფრანსუა რაპინი ხელმძღვანელობდა.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა გასულ წელს საფრანგეთში განხორციელებულ მის ნაყოფიერ ვიზიტზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო წარმატებით ვითარდება, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს. ჟან ფრანსუა რაპინმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მომავლისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0