საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასა და მიმდინარე რეფორმებზე. დიეგო კოლასმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
07/10/2022