პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ნაყოფიერ ვიზიტზე ნიდერლანდების სამეფოში და ხაზი გაუსვა საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ნიდერლანდელი კოლეგების ვიზიტს საქართველოში 2023 წელს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს პარლამენტს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტი, რომელიც საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობას ეხება. შალვა პაპუაშვილმა ელჩს 2022 წლის ბოლომდე პარლამენტის განსახორციელებელი გეგმები გააცნო და საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაზე ესაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ნიდერლანდების მხრიდან დიდი ყურადღებაა მომართული საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო მიაღწევს მნიშვნელოვან შედეგებს.
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
21/12/2022