შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

09/05/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის და კეთილდღეობის უნიკალურ პროექტს, რომლის კარიც ღიაა ყველა მოსურნე სახელმწიფოსთვის. ამ კონტექსტში საგარეო და ევროპის კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს ევროკავშირში მალტას გაწევრიანების გამოცდილებაზე და გამოხატეს საქართველოსთვის მისი დეტალურად გაზიარების მზადყოფნა.
საქართველოს საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან. შალვა პაპუაშვილმა საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.
საუბარი აგრეთვე შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტების საქმიანობას და მიმდინარე დღის წესრიგს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0