შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებს და სტუდენტებს შეხვდა

25/11/2022

პორტუგალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა. შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. ისაუბრა რეგიონის პოტენციალზე ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის, ენერგო რესურსების ტრანზიტის და ვაჭრობის მიმართულებებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0