საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს ჰარივანშ ნარაიან სინგხს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისადმი რუსული აგრესიაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრესია მიუღებელია, ვინაიდან ძირს უთხრის მშვიდობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, პარლამენტების ადმინისტრაციების დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ქართველი ხალხის სახელით, 2021 წელს, ქეთევან დედოფლის ნეშტის ფრაგმენტების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გამო, ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა
15/10/2022