პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩ დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. მან თურქმენულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ამ მხრივ ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო კარია ევროპისკენ და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა
06/11/2023