პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი სმიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის ფონდის ნაყოფიერი თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა ფონდის დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისა და მოქალაქეების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაუმჯობესებისთვის. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
10/02/2022