საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა კომიტეტს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნის დაგმობისა და ამ ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის შედეგებზე ევროპის კონტინენტისთვის. აგრეთვე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს და ძალისხმევას ევროპის და მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე. კომიტეტების წევრებმა გამოხატეს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერისა და ესპანეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი,ლევან მახაშვილი შედიან.
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდა
23/11/2022