შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშზე, რომლითაც დადებითად ფასდება საქართველოს სექტორული დაახლოება ევროკავშირთან. შეხვედრის მონაწილეებს შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალ კანონზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან. ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროება, ასევე, საჯარო-კერძო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
09/02/2023