საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერს შეხვდა. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მხრიდან ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაზე, კერძოდ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვების პროგრესზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გერმანია მზად არის საქართველოს აღმოუჩინოს დახმარება ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და კანონშემოქმედებითი ექსპერტიზის თვალსაზრისით. ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გერმანიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
30/11/2022