საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. შალვა პაპუაშვილმა ანტონ ჰოფრაიტერს გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საქართველოს მეირ მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. ევროპოკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანია მიესალმება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამ მიმართულებით საქართველოს უნდა ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანული მხარისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
30/11/2022