შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

13/09/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებსა და მრავალმხრივ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა ელჩთან მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი და დროული განხორციელებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მომავლისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში განვითარების მხარდაჭერისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს პარლამენტს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0