შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

23/03/2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს იზაბელ კოლმანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, აგრეთვე, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს გააცნო საპარლამენტო პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. იზაბელ კოლმანმა გამოხატა მზაობა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერისთვის ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების განხორციელებაში. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, უკრაინისადმი საქართველოს მიერ გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერა და რუსეთის ომის გავლენა საქართველოს, რეგიონის და მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ​იზაბელ კოლმანმა ისაუბრა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტივობებზე და აღნიშნა, რომ USAID მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0