შალვა პაპუაშვილი ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

29/09/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) პრეზიდენტს, კლაუდია არპას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ავსტრიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „დემოკრატიის ვორქშოპის“ მიმდინარეობა და ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა და კლაუდია არპამ, აგრეთვე, ისაუბრეს ავსტრიის ბუნდესრატის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0