შალვა კერესელიძე ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

30/04/2020

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ჯანდაცვის სექტორის რეგიონულ წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში გასატარებელი ზომები განიხილა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის თერმო სკრინინგი წარმოადგენს. უკვე შეიქმნა შესაბამისი ჯგუფები, რომლის წევრები, ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თერმო სკრინინგის პროცედურას ჩაუტარებენ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. ჯგუფები სამედიცინო პერსონალით, თვითმმართველობების წარმომადგენლებითა და მოხალისეებით არის დაკომპლექტებული. შეხვედრის ფარგლებში, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მცხეთაში, რამდენიმე კვირის წინ, შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ცხელების კლინიკაც გაიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0