შალვა კერესელიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო

11/09/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები და არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზები. მხარის რწმუნებულმა, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
სოფელ ყანობში, რამდენიმე კვირის წინ, ახლადაშენებული ხიდი და ხიდამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა გაიხსნა. გრძელდება სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდისა და სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელ კორპუსებს დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სოფელ ხურთისში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 20 სოფელში უკვე დასრულდა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.
მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი სარგებლის მომტანი იყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის. აქტიურად ვთანამშრომლობთ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა ადგილობრივ საჭიროებებს მაქსიმალურად მოვარგოთ“ – აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესებს რეგულარულად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0